გენო პეტრიაშვილმა ლევან ბერიანიძე ინდოეთშიც დაამარცხა [ვიდეო]

ნიუ დელიში მიმდინარე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის – პროფესიული ჭიდაობის ლიგის მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა „პანჯაბ როიალსმა“, რომელშიც შეჯიბრის ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერი (78 000) მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი – გენო პეტრიაშვილი ირიცხება.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი “პანჯბ როიალსი” “ვეერ მარათასს” დაუპირისპირდა სადაც მძიმეწონოსანთა შეხვედრაში პეტრიაშვილის მეტოქე, სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძე იყო. შეხვედრის პირველი პერიოდი გენომ 1-0 მოიგო, რასაც მეორის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ორი ქულაც დაუმატა და 3-0 გაიმარჯვა. საბოლოოდ მისმა გუნდმა შვიდიდან ოთხ შეხვედრაში იმარჯვა და პირველი ორი ქულაც ჩაიწერა.

ამ გამარჯვების შემდეგ „პანჯაბ როიალსი“ ორიდან ერთი მოგებით მეოთხე ადგილზე, ანუ საპლეიოფო ზონაში იმყოფება. რაც შეეხება ბერიანიძისვეერ მარათასს“ იგი ორიდან ორი მარცხით „დელი სულთანსთან“ ერთად, ექვსგუნდიან ჩემპიონატში 5-6 ადგილებს ინაწილებს.

შეგახსენებთ, რომ „ვეერ მარათასი“ პირველ ტურში ლადო ხინჩეგაშვილისჰარიანა ჰამერსთან“ დამარცხდა.

16 იანვარს, მესამე ტურში ხინჩეგაშვილისა და პეტრიაშვილის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება ბერიანიძისვეერ მარათასს“, იგი 17 იანვარს, „მუმბაის“ შეხვდება.