გენო პეტრიაშვილისა და ავთანდილ კენჭაძის მეტოქეები ცნობილია - ორივე ქართველი 06:30 საათზე იჭიდავებს #1TVSPORT
გენო პეტრიაშვილისა და ავთანდილ კენჭაძის მეტოქეები ცნობილია - ორივე ქართველი 06:30 საათზე იჭიდავებს #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში 5 აგვისტოდან ასპარეზობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი – გენო პეტრიაშვილი და ავთანდილ კენჭაძე ჩაებმებიან. გაიმართა კენჭისყრა და ქართველების მეტოქეები უკვე ცნობილია. გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მერვედფინალში ეგვიპტელ ქამალ აბდელმოტალებს დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში მერვედფინალში რუს სერგეი კოზირევსა და ჩინელ ჟივეი დენგს შორის გამარჯვებულს შეხვდება. გენოს მთავარი კონკურენტი თურქი ტაჰა აკგული კი ბადის სხვა მხარესაა და ამ წონის ორივე ფავორიტის კარგად გამოსვლის შემთხვევაში შესაძლოა ფინალში მათი დაპირისპირება ვიხილოთ.

ავთანდილ კენჭაძეს (74 კგ) პირველი წრეში ნამდვილად არ გაუმართლა – მას ძლიერი მეტოქე, იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელი, მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური მედალოსანი ფრანკ ჩამიზო შეხვდა. მეოთხედფინალში ქართველის გასვლის შემთხვევაში მისი მეტოქე აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვსა და უკრაინელ ვასილ მიხაილოვს შორის გამარჯვებული იქნება.

ხვალ, 5 აგვისტოს ორივე ქართველი თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყებს ასპარეზობას.