გენო პეტრიაშვილის პრინციპული მეტოქე ტაჰა აკგული 21 წლის ამერიკელთან დამარცხდა #1TVSPORT
გენო პეტრიაშვილის პრინციპული მეტოქე ტაჰა აკგული 21 წლის ამერიკელთან დამარცხდა #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეთა ტურნირზე (+125 კგ) სენსაცია დაფიქსირდა. გენო პეტრიაშვილთან ერთად ოქროს მედლის მთავარი პრეტენდენტი თურქი მძიმეწონოსანი, მომქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაჰა აკგული იყო. თუმცა ის მეოთხედფინალში ყველასთვის უცნობ ახალგაზრდა ამერიკელ სტივესონთან უშანსოდ, 0:8 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილი მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს შეხვდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა. გენოს მეტოქე ნახევარფინალში ირანელი ზარე იქნება.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ამერიკელი სტევენსონი მონღოლი მუნხტური შეხვდებიან.

დღესვე მოჭიდავეთა ტურნირზე ავთანდილ კენჭაძე პირველი წრეში იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელთან, მსოფლიო ჩემპიონ და ოლიმპიურ მედალოსან ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა. იტალიელის ფინალში გასვლის შემთხვევაში, კენჭაძეს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელება შეეძლება. ჩამიზო ნახევარფინალშია და ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

ნახევარფინალები დღეს თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება.