გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალში 15:00 საათიდან იჭიდავებს – რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიო 2020-ზე ქართული დელეგაცია მერვე მედალს აიღებს – თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (+125) ფინალში იჭიდავებს.
27 წლის გორელი ფალავანი საჩემპიონო შეხვედრაში დაუპირისპირდება 21 წლის ამერიკელ გეიბლ დენ სტივენსონს, რომელმაც მეთხედფინალში ტაჰა აკგული დაამარცხა, 1/2 ფინალში – მონღოლი მუნხტური.
აკგული მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, თუმცა ტოკიოში 1/4 ფინალში 21 წლის ამერიკელთან 0:8 დათმო.
გენო პეტრიაშვილი 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია. თუმცა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ოქროს მედლები ნამდვილად არ აკლია – სამგზის მსოფლიო და ორგზის ევროპის ჩემპიონია.
ფინალური ბლოკი 6 აგვისტოს 14:30 საათზე დაიწყება. გენო პეტრიაშვილის გამოსვლას კი 15:00 საათიდან უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.
1/8 ფინალი
პეტრიაშვილი VS აბდელმოტალები (ეგვიპტე) 11:0
https://www.youtube.com/watch?v=7y6QSTN56Es
1/4 ფინალი
პეტრიაშვილი VS დენგი (ჩინეთი) 5:2
https://youtu.be/b1AJGHawLXQ
1/2 ფინალი
პეტრიაშვილი VS ზარე (ირანი) 6:3
https://youtu.be/x5BJ4imjJj4
ფინალი
პეტრიაშვილი VS სტივენსონი (აშშ)
6 აგვისტო, 13:15 საათიდან