გენო პეტრიაშვილი მსოფლიო რეიტინგის სათავეშია
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო რეიტინგის სათავეშია

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW)-ს მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგს ქართველი მძიმეწონოსანი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ლიდერობს, რომელმაც 88 ქულით მეორედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მეორე ადგილზე, 77 ქულით, ჩინელი დენგია, მესამე-მეოთხე ადგილებს კი, 50-50 ქულით, რუსეთი ანზორ ხიზრიევი და თურქი ტაჰა აკგული იყოფენ.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი ავთო კენჭაძე (74 კგ) 58 ქულით მესამე ადგილზეა,
ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), ევროპის პირველობის პრიზიორი ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ) მეოთხე ადგილებზე არიან.
მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) მეხუთე, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ირაკლი მწითური (92 კგ) მეშვიდე, ამავე წონაში ევროპის 2-გზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (92 კგ) მე-11, ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი დავით ხუციშვილი (79 კგ) მე-11 და ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) მე-15 ადგილზე იმყოფებიან.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი ნუგზარ წურწუმია (55 კგ) მეხუთე, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) მე-11, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლაშა გობაძე (82 კგ) და მსოფლიო პრიზიორი რევაზ ნადარეიშვილი მე-12, ევროპის ვერცხლის პრიზიორი იაკობ ქაჯაია (130 კგ) მე-16, ოლიმპიური პრიზიორი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) მე-17, ამავე წონაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი რამაზ ზოიძე მე-18, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გელა ბოლვაძე (82 კგ) მე-18 და ევროპის პრიზიორი ლევან ქავჟარაძე (63 კგ) მე-19 ადგილებზე არიან.