გენო პეტრიაშვილი ისევ დაუმარცხებელია - 7-0 [ვიდეო]

ინდოეთის პროფესიულ საჭიდაო ლიგაში გენო პეტრიაშვილმა მეხუთე შეხვედრაც მოიგო. დღეს მან და მისმა გუნდმა, „პანჯაბ როიალსმა“ ტურნირის წრიული ეტაპის ბოლო ტურში მუმბაის სძლიეს.

პანჯაბელებმა გამარჯვება სწორედ პეტრიაშვილის შეხვედრით გაიფორმეს, რომელშიც ის სეტანდერ მალიკს დაუპირისპირდა. პეტრიაშვილმა, სხვა მეტოქეების მსგავსად, შანსი არც 25 წლის ინდოელ ფალავანს დაუტოვა. პირველ პერიოდში აღებულ ოთხ ქულას მან მეორეში სამიც დაუმატა და საბოლოოდ 7-0 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ლიგაში ჩატარებული მეხუთე შეხვედრიდან გენომ ხუთივე მოიგო, თანაც ისე, რომ ქულები მხოლოდ პირველში გაუშვა, დანარჩენ ოთხში კი მშრალი ანგარიშით გაიმარჯვა. ამ გუნდების დაპირისპირება საბოლოოდ „პანჯაბ როიალსის“ გამარჯვებით, 5-2 დასრულდა, რითაც ეს გუნდი ხუთიდან ოთხი მოგებით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა.

ტურნირის წრიული ეტაპი ხვალ, 23 იანვარს ლადო ხინჩეგაშვილისჰარიანა ჰამერსისა“ და „დანგალის“ შეხვედრით დასრულდება. ორივე ამ გუნდს ნახევარფინალის საგზური უკვე განაღდებული აქვს, თუმცა მეტოქეების ვინაობა მას შემდეგ გაირკვევა, რაც ადგილები საბოლოოდ გადანაწილდება.

ნახევარფინალშია კიდევ ერთი ქართველის, სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძის გუნდი „ვეერ მარათასიც“. მათ პლეიოფის საგზური მეხუთე ტურში მოიპოვეს, როცა „დელი სულთანსს“ 5-2 მოუგეს. თავისი შეხვედრა კი ბერიანიძემ ინდოელ ჰიტენდერთან 8-0 გამარჯვებით დაასრულა.