გენერალური რეპეტიცია ევროპის ჩემპიონატამდე - საქართველოს 21-წლამდე ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა რუმინეთთან საკონტროლო შეხვედრა გამართა და 0:1 დამარცხდა.
ფორაუს „ურკრაფტ არენაზე“ ჩატარებულ შეხვედრაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე საბა საზონოვი გამოჩნდა, ხოლო მიკროტრავმების გამო გუნდს ნოდარ ლომინაძე და საბა გოგლიჩიძე ვერ დაეხმარნენ.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ერთადერთი გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. 71-ე წუთზე რუმინელებმა ჩვენი დაცვის შეცდომით ისარგებლეს, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ანდრეი ბორზამ ზუსტად დაარტყა – 0:1.
რამაზ სვანაძის გუნდი 8 ივნისს სლოვაკეთში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.