გენერალურ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც კოკა კაციტაძე უხელმძღვანელებს
გენერალურ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც კოკა კაციტაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც კოკა კაციტაძე უხელმძღვანელებს.

„სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვაზე ეფექტური კონტროლის განხორციელების მიზნით, დღეიდან ფუნქციონირება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფმა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, ასევე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს.

საგამოძიებო დანაყოფის მიერ გამოძიებულ საქმეებზე სისხლისსამართლებრივ დევნას და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებს პროკურატურაში შექმნილი დეპარტამენტი, რომელიც ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორის წინაშე“, – აცხადებენ პროკურატურაში.