გელა ზაალიშვილმა რეიტინგის პირველი ნომერი დაამარცხა და ტაშკენტის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა სამი სხვადასხვა სინჯის მედლით დაასრულა. შეჯიბრების პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. მესამე დღეს ვარლამ ლიპარტელიანი (100) ჩემპიონი გახდა, ხოლო გელა ზაალიშვილმა (+100) ბრინჯაოს მედალი მოიგო.

გელამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ორი ეფექტური გდებით დაამარცხა რეიტინგის პირველი ნომერი ტაჯიკი ტემურ რახიმოვი.

ზაალიშვილის ბრძოლამდე რამდენიმე წუთით ადრე ბრინჯაოსთვის იჭიდავა მძიმეწონოსანმა სოფიო სომხიშვილმა. იგი თურქ ოზთურქს შეხვდა და სამი გაფრთხილებით დამარცხდა.​