გელა ზაალიშვილი ფინალშია | ბაქოს გრანდ სლემი
გელა ზაალიშვილი ფინალშია | ბაქოს გრანდ სლემი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) ფინალში იჭიდავებს.

ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა შესანიშნავი გდება შეასრულა და რუსი მოწინააღმდეგე სუფთად დაამარცხა. მისი მეტოქე ფინალშიც რუსეთის წარმომადგენელი – რუსლან შახბაზოვი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ტურნირის დასკვნითი დღეა. ჯერჯერობით, საქართველოს ყულაბაში ორი მედალია. თემურ ნოზაძემ (60 კგ.) ვერცხლი, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) კი ბრინჯაო მოუტანა ნაკრებს. ფინალური ბლოკი 17:00 საათზე აიღებს სტარტს.