გეგუჩაძე ნავალოვსკის ბათუმში შესაძლო ტრანსფერზე - სიტყვიერად შევუთანხმდით, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა
გეგუჩაძე ნავალოვსკის ბათუმში შესაძლო ტრანსფერზე - სიტყვიერად შევუთანხმდით, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა

გიორგი ნავალოვსკი, დიდი ალბათობით, კარიერას საქართველოში, ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველის შესაძლო ტრანსფერზე პირველ არხს ბათუმურ კლუბშიც დაგვიდასტურეს.

„ჯერ საკითხი გადაწყვეტილი არაა და კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. მაგრამ გიორგის დამატება რომ გვსურს და მოლაპარაკება მიმდინარეობს, ეს შემიძლია გითხრათ – მეტიც, გიორგი ნავალოვსკის სიტყვიერადაც შევუთანხმდით. მაგრამ ჯერ დეტალებია შესათანხმებელი, კონტრაქტიც არ გაგვიფორმებია და ამის გამო ვერიდები იმის თქმას, რომ ნავალოვსკის ჩვენი მოთამაშეა“ – ამბობს პირველ არხთან გია გეგუჩაძე.

გიორგი ნავალოვსკი მინსკის „დინამოში“ თამაშობდა, მაგრამ ზამთრის შეკრებაზე მომხდარი ინციდენტის გამო კლუბი დატოვა. პირველ არხის ცნობით, გიორგი ნავალოვსკის ტრანსფერი ბათუმის „დინამოში“ 99 პროცენტითაა გადაწყვეტილია.

მართალია გიორგის ტრავმა აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერი სჭირს და მკურნალობას ერთ კვირაში დაასრულებს. პირველი არხის ცნობით, გიორგი ნავალოვსკის ბათუმში ხვალ ელიან და სავარაუდოდ, კონტრაქტსაც გააფორმებენ.

დატოვე კომენტარი