გეგა დიასამიძეს აკრიტიკებენ (ვიდეო)

ქართველი ფეხბურთელი გეგა დიასამიძე კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მოთამაშე, რომელიც „საბურთალოდან“ სალიგორსკის „შხტიორში“ გადავიდა, ბელორუსის თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩის წაგების შემდეგ, კრიტიკის ობიექტი გახდა.

„ტორპედო ბელაზის“ წინააღმდეგ ქართველი ფეხბურთელის გუნდი მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. დიასამიძისთვის არასასიამოვნო ფაქტი კი 77-ე წუთზე მოხდა, როდესაც მან ახლო მანძილიდან ცარიელ კარში ვერ შეძლო გოლის გატანა.