გეგა დიასამიძე - საქართველოსთან ბელარუსებს მინიმალური შანსი აქვთ
გეგა დიასამიძე - საქართველოსთან ბელარუსებს მინიმალური შანსი აქვთ
გეგა დიასამიძე ბელარუსის ჩემპიონატში, სოლიგარსკის „შახტიორში“ თამაშობს. „საბურთალოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა ერთა ლიგაზე საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მოახლოებულ მატჩზე ილაპარაკა, რომელიც 26 მარტს გაიმართება.
 
„ბელარუსებთან ამ თემაზე ხშირად ვლაპარაკობ. იციან, რომ საქართველოს უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მაინც იმედიანად არიან. საქართველოსთან სათამაშოდ „შახტიორიდან“ შვიდი ფეხბურთელი გამოიძახეს, ისინი ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელები არიან. მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ გამარჯვების მინიმალური შანსი აქვთ. ამბობენ – ერთ გოლს გავიტანთ და მერე დაცვაში ჩავჯდებითო“ – აბობს გეგა დიასამიძე.
27 წლის ფეხბურთელი სოლიგორსკის კლუბში იანვარში ჩაირიცხა. ბოლოს „საბურთალოში“ თამაშობდა, სადაც 2 სეზონში 17 გოლი გაიტანა.
დატოვე კომენტარი