გედევან ფოფხაძე - „ნაციონალურ მოძრაობას"  „ვარდების რევოლუციის“ გამეორების სურვილი აქვს
გედევან ფოფხაძე - „ნაციონალურ მოძრაობას"  „ვარდების რევოლუციის“ გამეორების სურვილი აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის მოსაზრებით, „ნაციონალურ მოძრაობას”  „ვარდების რევოლუციის“ გამეორების სურვილი აქვს. გედევან ფოფხაძეჟურნალისტებთან საუბრისას  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილთან  სიტყვიერ დაპირისპირებას შეეხო და აღნიშნა, რომ რეგლამენტის დარღვევის იგნორირება დაუშვებელია. დეპუტატის თქმით, სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი დღის წესრიგით ცხადდება.

„მისი მიზანია, კომიტეტის მუშაობას საკუთარი დღის წესრიგით ხელი შეუშალოს. სიძულვილის ენით არავინ არავის მიმართავს. გვემუქრება, რომ საზოგადოება ფიწლებით გაგვყრის. ვერ ვხვდები, სამადაშვილმა საზოგადოების სახელით რატომ უნდა ისაუბროს. ვინ ვის გაყრის და ქვეყნისა და ხალხის წინაშე დამნაშავე ვინაა, ეს სხვა საკითხია. „ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნის წინაშე დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი, არც ის მგონია, რომ „ქართული ოცნება” იდეალური ხელისუფლებაა და ყველა იმ ტკივილს ადეკვატურად პასუხობს, რაც საზოგადოებას აწუხებს. მე ჩემს გუნდთან პრეტენზიები მაქვს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის” ასეთ თავდასხმებს „ვარდების რევოლუციის“ ქვეტექსტი აქვს, რადგან ფიწლებით გაყრა არაკონსტიტუციურია. მათი ამოცანაა, რომ პოლიტიკური ინსტიტუციების მუშაობის შეფერხება მოხდეს და საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ”, – განაცხადა ფოფხაძემ.