გედევან ფოფხაძე - არ მგონია, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება აქტუალური იყოს
გედევან ფოფხაძე - არ მგონია, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება აქტუალური იყოს

არ მგონია, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება აქტუალური იყოს, მაგრამ შეიძლება, დროთა განმავლობაში დღის წესრიგში დადგეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ირაკლი კობახიძე ყველაფერს აკეთებდა, რომ იმ ადამიანების პოზიცია გაეძლიერებინა, რომლებიც მოსამართლეთა სიას ლობირებდნენ.

„ბოლო პერიოდში კობახიძე მიზანმიმართულად ცდილობდა, რომ მოსამართლეთა სია გასულიყო. არ მგონია, მისი თანამდებობიდან გადაყენება აქტუალური იყოს, მაგრამ შეიძლება, დროთა განმავლობაში დღის წესრიგში დადგეს. ჩემთვის უკვე გადაყენებულია, მას თავმჯდომარედ არ ვთვლი. ჩემთვის მიუღებელია მისი პოლიტიკური, მორალური, ადამიანური ქცევა და დამოკიდებულება პარლამენტისა და კოლეგებისადმი. ამ ადამიანმა თავისი თავი ისე წარმოაჩინა, რომ კითხვებიც აღარ მაქვს. კობახიძის მიმართ პიროვნული წყენის საფუძველიც მქონდა, მაგას მოგვიანებით მოვყვები”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.