Gazzetta dello Sport-ი - „ნაპოლის“ ახალ მწვრთნელს ქართველი „მარგალიტის“ ახლებურად წარმოჩენა სურს #1TVSPORT
Gazzetta dello Sport-ი - „ნაპოლის“ ახალ მწვრთნელს ქართველი „მარგალიტის“ ახლებურად წარმოჩენა სურს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი რუდი გარსია აპირებს, გუნდი 4-3-3 სათამაშო სქემით ათამაშოს და იმედოვნებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ ფორმაციაში კიდევ უფრო გაიხსნება – ამის შესახებ გამოცემა Gazzetta dello Sport-ი წერს.

„რუდი გარსია მოუთმენლად ელის „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც გასულ სეზონში სერია A-ს სადებიუტო სეზონში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. თუმცა, რას მოითხოვს მისგან ახალი მწვრთნელი, რომელსაც 4-3-3 ფორმაციით და განსხვავებული ინტერპრეტაციით თამაში სურს?

კვარაცხელია გარსიას „ნაპოლის“ ყურადღების ცენტრშია

ხვიჩა, რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ ახალი პროექტის ცენტრშია. ქართველს სურს, გაიზარდოს ნეაპოლურ კლუბში, სადაც შარშან „აფეთქდა“. გარსია მოუთმენლად ელოდება ახალგაზრდა ჩემპიონს, რომელიც იტალიაში სულ რაღაც 21 წლის ასაკში ჩავიდა და მაშინვე სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. რას შეძლებს ის მეორე ნეაპოლურ სეზონში? როცა ქართველივით ყოჩაღი ბედაური გყავს, სადავეები არ არის საჭირო, ჯობია გაუშვა თავისუფლად და აღმაფრენით ითამაშებს. მან უდიდესი პოტენციალიდან აქამდე მხოლოდ აისბერგის წვერი აჩვენა.

გარსიას თამაშის სისტემა იქნება 4-3-3. ამ ფორმაციაში მისი გუნდის დაცვა „დაბლაა“ დახეული. ეს ნიშნავს, რომ თავდამსხმელებს მეტი სივრცე ექნებათ და გარსიას „ნაპოლი“ ზონებს სხვაგვარად გამოიყენებს, ვიდრე ლუჩანო სპალეტის დროს. ნეაპოლელთა ახალ მწვრთნელს სურს, ქართველი „მარგალიტის“ თვისებები უფრო სრულად გამოავლინოს. კვარაცხელიამ სხვაობა უნდა შექმნას. და თუ ის კვლავ ვიქტორ ოსიმენთან დუეტში ითამაშებს, მაშინ სახალისო სეზონი იქნება.