გაზეთმა „მარკამ“ ლუკა მოდრიჩს ჯილდო „ლეგენდა“ გადასცა #1TVSPORT
გაზეთმა „მარკამ“ ლუკა მოდრიჩს ჯილდო „ლეგენდა“ გადასცა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ესპანურ გაზეთ „მარკასგან“ მიიღო ჯილდო „ლეგენდა“.

ეს პრიზი გადაეცემა გამოჩენილ სპორტსმენებს კარიერის განმავლობაში მათი დამსახურებების აღიარებისთვის.

მოდრიჩს „რეალში“ დებიუტი 2012 წელს ჰქონდა და მას შემდეგ, მადრიდულ კლუბთან ერთად 19 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა და სამჯერ ლა ლიგა. 2018 წელს ხორვატმა „ოქროს ბურთი“ მიიღო.

მიმდინარე სეზონში 36 წლის მოდრიჩმა 27 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში, ორი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.