„გაზეტას“ ინფორმაციით, „ალ ჰილალი“ სიმონე ინძაგის რეკორდულ კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT
„გაზეტას“ ინფორმაციით, „ალ ჰილალი“ სიმონე ინძაგის რეკორდულ კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ლიგის კლუბმა, „ალ ჰილალმა“ „ინტერის“ მწვრთნელს, სიმონე ინძაგის ორწლიანი კონტრაქტი და ანაზღაურების სახით 100 მილიონი ევრო შესთავაზა.

იტალიელი სპეციალისტი ჯერჯერობით წინადადებას არ გამოხმაურებია და გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი დასრულდება. როგორც ცნობილია, ინძაგი ამ ეტაპზე სრულად კონცენტრირებულია „ინტერისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩზე.

შეგახსენებთ, რომ ინძაგიმ „ინტერი“ 2021 წელს ჩაიბარა და უკვე მოახერხა სკუდეტოს, იტალიის თასის და სუპერთასების მოგება. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მეორედ მოხვდა.

იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი სპეციალისტი წინადადებას დათანხმდება, ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.