„გაზეტა დელო სპორტი“ - „ნაპოლის“ ბრენდის ქვეშ ვერონაში ქართველი დაიბადა #1TVSPORT
„გაზეტა დელო სპორტი“ - „ნაპოლის“ ბრენდის ქვეშ ვერონაში ქართველი დაიბადა #1TVSPORT

K ფაქტორი: კვარამ უკვე ყველა დაიპყრო

ყველაზე რთულ მომენტებში კვარამ გადამწყვეტი როლი ითამაშა არა მხოლოდ ხარისხით, არამედ ხასიათითაც. კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი სადებიუტო მატჩში. ხარისხი, ხასიათი და შეუპოვრობა: „ნაპოლის“ ბრენდის ქვეშ ვერონაში ქართველი დაიბადა.

„სიგნალი, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია ახალ გულშემატკივრებს და ჩემპიონატს უგზავნის, ნათელია: ის იქნება აბსოლუტური გმირი. მესიჯი მოდის გოლით ნათლობის შემდეგ, რისთვისაც ქართველს სერია „ა“-ში მხოლოდ 37 წუთი დასჭირდა. ისევე როგორც NBA-ს „გოლდენ სტეიტის“ მოთამაშე სტეფ კარი, ლოყაზე იწყობს მოკეცილ ხელებს და მძინარე ბავშვს ბაძავს. სათქმელი ესაა: მშიდად დაიძინე, ჩვენ აქ ვიზრუნებთ. და სანამ გძინავთ, კარგ სიზმრებს ხედავთ, რადგან ეს „ნაპოლი“ აფეთქებით იწყებს – „ვერონას“ ხუთი გოლი გაუტანა.

მატჩის კაცი – ერთი საათის განმავლობაში ეს იყო ნამდვილი ბრძოლა. ყველაზე რთულ მომენტებში კვარამ გადამწყვეტი როლი ითამაშა არა მხოლოდ ხარისხით, არამედ ხასიათითაც. კარგი გოლი, რაც შემთხვევითი არ არის, რადგან „ნაპოლის“ ახალმა მარცხენა გარემარბმა პირველ ნახევარ საათში უკვე ორჯერ დაარტყა.

კვარა არა მარტო იღებს გამოწვევას, არამედ მეორე ტაიმში ბრწყინვალე თამაშითაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. მანამდე „ვერონამ“ ანგარიში გაათანაბრა. ის ხედავს ვერტიკალურ დერეფანს, რომელსაც მხოლოდ ჩემპიონები ხედავენ: ზელინსკის გამოზომილი პასი გაუკეთა, რომელმაც მეკარეს რბილი შეხებით გაუტანა. „ნაპოლის“ მოთამაშეები ხარობენ, სპალეტი კი ტაშს უკრავს და მიუთითებს თავის ახალ მარცხენა ფლანგზე. დიახ, ძლიერია, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, 21 წლის ასაკში ჩემპიონატზე ასეთ მნიშვნელოვან გავლენას თუ მოახდენდა.

მისი ტექნიკური მაჩვენებლები კითხვებს არ აჩენდა, მაგრამ იტალიელი მცველების გამძლეობა აჩენდა ეჭვებს. და როდესაც ტამესემ მატჩის დასაწყისში რამდენჯერმე წაართვა ბურთი კვარას, იფიქრეს, რომ ახალბედა, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად გამტყდარიყო. მაგრამ ხვიჩა ჯიუტად წავიდა დაკარგული ბურთების დასაბრუნებლად, დაშვებული შეცდომების არ ეშინოდა. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი.

იმიტომ რომ ტექნიკურმა მოთამაშემ უნდა გაიგოს მატჩის მომენტები, თუნდაც ეს ბრძოლა იყოს.

აქ გაჩნდა კალიდუ კულიბალის მსგავსი ტოტემი – კალიდუს წასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ კვლავ აგრძელებს გამარჯვებულ K-ფაქტორს“, – წერს იტალიური გამოცემა.