გაწითლებული ჩემპიონი - დათა ხოჭოლავა კიეველებთან გააგდეს და დააჯილდოვეს [ვიდეო]
გაწითლებული ჩემპიონი - დათა ხოჭოლავა კიეველებთან გააგდეს და დააჯილდოვეს [ვიდეო]

დათა ხოჭოლავამ უკრაინის ჩემპიონის რანგში დონეცკის „შახტარში“ პირველი შეხვედრა კიევის „დინამოსთან“ გამართა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

საქართველოს ნაკრების მცველმა დონბასელებთან ერთად უკრაინული ოქროს მედლები პრემიერლიგის 29-ე ტურში, ფინიშამდე სამი მატჩით ადრე დაიბევა და პრინციპულ მეტოქესთან ჩემპიონის რანგში ითამაშა. ქართველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო. „შახტარისა“ და „დინამოს“ ეს შეხვედრა 1:1 დასრულდა.

გუნდებმა მატჩი 10-10 მოთამაშით დაასრულეს. პირველი ტაიმის ბოლოს ფეხბურთელი კიეველებს გაუგდეს, ხოლო ხოჭოლავა მოედნიდან 64-ე წუთზე გააძევეს. მან პირველი ყვითელი ბარათი მე-20 წუთზე მიიღო, 64-ეზე კი საჯარიმოსთან ბურთი ხელზე მოხვდა და მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

მატჩის შემდეგ გაიმართა „შახტარის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, სადაც უკრაინის ჩემპიონის ოქროს მედალი ხოჭოლავასაც გადასცეს. ქართველმა მიმდინარე სეზონში დონბასელთა შემადგენლობაში 24 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.