გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ქუთათელაძე UFC-ის მებრძოლთა რიგებში აღარ ირიცხება #1TVSPORT
გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ქუთათელაძე UFC-ის მებრძოლთა რიგებში აღარ ირიცხება #1TVSPORT

33 წლის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე UFC-ის მებრძოლთა რიგებიდან გარიცხეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ზე MMA-ის ცნობილი ინსაიდერი Dovy ავრცელებს.

ორგანიზაციაში ბოლო ბრძოლა გურამ ქუთათელაძემ ბრაზილიელი კაუე ფერნანდესის წინააღმდეგ ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (30–27, 30–27, 30–27) დამარცხდა.

შერეულ ორთაბრძოლებში ქუთათელაძემ კარიერაში 18 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 13 მოიგო. უშუალოდ UFC-ში ქართველმა ხუთი შეხვედრა გამართა – ორჯერ გაიმარჯვა და სამჯერ წააგო.