გავრცელებული ცნობით, ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს #1TVSPORT
გავრცელებული ცნობით, ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწია საფრანგეთის ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ. ამის შესახებ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

„ზიდანსა და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებობს ზეპირი შეთანხმება იმის შესახებ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება.

ამჟამად სრული კონცენტრაციაა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდიე დეშამთან ერთად. წინ დიდი ტურნირია, მაგრამ ელოდებიან, რომ ამის შემდეგ ზიდანი დაუბრუნდება სამუშაოს და სათავეში ჩაუდგება ეროვნულ ნაკრებს“, – დაწერა რომანომ.

53 წლის ზიდანმა „რეალი“ 2021 წლის ივნისში დატოვა და მას შემდეგ აღარ უმუშავია.