გავრცელდა ტაისონისა და ჰოლიფილდის მესამე ბრძოლის აფიშა

11:36, 18.05.2020

სოციალურ ქსელებში გაჩნდა 53 წლის მაიკ ტაისონისა და 57 წლის ევანდერ ჰოლიფილდის სავარაუდო ბრძოლის აფიშა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივეებმა ცოტა ხნის წინ, რინგზე დაბრუნების შესახებ გამოაცხადეს. ორთაბრძოლის ჩატარების დრო და ადგილია – 11 ივლისი, საუდის არაბეთი.

ტაისონი და ჰოლიფილდი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს პროფესიულ რინგზე. 1996 წელს, ჰოლიფილდმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა, მომდევნო წელს კი მეორე ბრძოლა სკანდალით აღინიშნა. ტაისონმა ყურის ნაწილი მოაჭამა ჰოლიფილდს, რის შემდეგაც, მაიკს საკრივო ლიცენზია ჩამოართვეს და სამი მილიონი დოლარით დააჯარიმეს.

მსგავსი