ინტერნეტში არაოფიციალურად გავრცელდა ქალთა პროფესიული ტურის კალენდარი 2020 წლის სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის.
ამ ვარიანტის მიხედვით, ქალები თამაშს დაიწყებენ 3 აგვისტოს გრუნტის ტურნირების ამერიკულ ჩარლსტონსა და იტალიურ პალერმოში, ხოლო დაასრულებენ შემაჯამებელი ტურნირით ჩინეთში. კალენდარში შესულია „დიდი სლემის“ ორი ტურნირი – აშშ-ის ღია პირველობა და როლან გაროსი.
2020 წლის წინასწარი კალენდარი:
3 აგვისტო – ჩარლსტონი, პალერმო
10 აგვისტო – ვაშინგტონი, პრაღა
17 აგვისტო – ცინცინატი
24 აგვისტო – ტურნირი გაირკვევა მოგვიანებით
31 აგვისტო – აშშ-ის ღია
14 სექტემბერი – მადრიდი, სტამბოლი
21 სექტემბერი – რომი, სტრასბური
28 სექტემბერი – როლან გაროსი
5 ოქტომბერი – სეული, ტიანძინი
12 ოქტომბერი – პეკინი
19 ოქტომბერი – უჰანი, ნანჩანი
26 ოქტომბერი – ჟენჟოუ, ლინცი
2 ნოემბერი – მოსკოვი, ტოკიო
9 ნოემბერი – წლის შემაჯამებელი
16 ნოემბერი – წლის შემაჯამებელი (მცირე)