გავის არ გამოიძახებენ ესპანეთის ნაკრებში ევრო 2024-ზე და პარიზის ოლიმპიადაზე #1TVSPORT
გავის არ გამოიძახებენ ესპანეთის ნაკრებში ევრო 2024-ზე და პარიზის ოლიმპიადაზე #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი არ გამოიძახებს „ბარსელონას“ ნახევარმცველს, გავის ევრო 2024-ზე, თუნდაც მან მოასწროს სრულად გამოჯანმრთელება წლის მთავარი სანაკრებო ტურნირისთვის, – წერს გამოცემა Sport-ი. ესპანეთში არ სურთ, გარისკონ ახალგაზრდა ნახევარმცველის ჯანმრთელობით.

წყაროს ცნობით, გავის აღდგენის პროცესი იმაზე გაცილებით უკეთ მიმდინარეობს, ვიდრე ელოდნენ. ვარაუდობენ, რომ ასეთი რიტმით ფეხბურთელი ივნისში იქნება მწყობრში. მიუხედავად იმისა, რომ გავი მოასწრებს ევრო 2024-სთვის და პარიზის ოლიმპიადისთვის გამოჯანმრთელებას, მას არცერთი ამ ტურნირისთვის ესპანეთის ნაკრებში არ გამოიძახებენ.

შეგახსენებთ, რომ გავიმ მუხლის ჯვარედინი მყესები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში გაიწყვიტა.