გავი მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ „ბარსელონას“ რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
გავი მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ „ბარსელონას“ რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT

„ბარსელონამ“ ხანგრძლივი დროით დაკარგა ნახევარმცველი გავი.

21 წლის ფეხბურთელმა ართროსკოპიული ოპერაცია გადაიტანა მენისკის დაზიანების სამკურნალოდ. აღდგენის პერიოდი 4-5 თვეს გასტანს, – დაწერა კლუბის პრესსამსახურმა.

უფრო ადრე გავიმ მუხლის ჯვარედინი მყესები და მენისკი გაიწყვიტა, რის გამოც თითქმის ერთი წელი გაუცდა.

ამ სეზონში ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატის ორ მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება.