გავი „ბარსელონაში" 2030 წლამდე დარჩება #1TVSPORT
გავი „ბარსელონაში" 2030 წლამდე დარჩება #1TVSPORT

„ბარსელონა“ კონტრაქტის გაგრძელებაზე მოელაპარაკა ცენტრალურ ნახევარმცველს გავის. ახალი ხელშეკრულება 2030 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, – იტყობინება კატალონური კლუბის პრესსამსახური.

გავი „ბარსელონას“ აკადემიაში „ბეტისიდან“ გადავიდა 11 წლის ასაკში – 2015 წელს. ექვსი წლის შემდეგ მას დებიუტი ჰქონდა კატალონელთა პირველ გუნდში.

20 წლის გავის ანგარიშზე ესპანეთის ნაკრებში 27 მატჩი და ხუთი გოლია.