გავი „ბარსელონას“ ძირითადი შემადგენლობიდან გაიყვანეს #1TVSPORT
გავი „ბარსელონას“ ძირითადი შემადგენლობიდან გაიყვანეს #1TVSPORT

25 მარტიდან „ბარსელონას“ ნახევარმცველი გავი აღარ მიიჩნევა კატალონური გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად: ლა ლიგამ 18 წლის მოთამაშე გაიყვანა ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის განაცხადიდან და ახლა გავი ისევ „ბარსელონას“ ახალგაზრდული გუნდის წევრად მიიჩნევა.

სექტემბერში „ბარსელონამ“ გამოაცხადა გავისთან კონტრაქტის გაფორმება 2026 წლის ზაფხულამდე, მაგრამ კლუბმა ვერ განტვირთა სახელფასო ბიუჯეტი ამ ახალი ხელშეკრულებისთვის.

ლა ლიგის გადაწყვეტილების მიხედვით, გავი ვერ მიიღებს მომატებულ ხელფასს და ვერ შეძლებს მეექვსე ნომრით თამაშს, რომელიც მას „ბარსელონაში“ კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ მისცეს.