გაურკვეველია, სად ჩატარდება სომხეთ-საქართველოს მატჩი, რადგან უეფა-მ ერევანში გასამართი ერთი შეხვედრა უკვე გააუქმა
გაურკვეველია, სად ჩატარდება სომხეთ-საქართველოს მატჩი, რადგან უეფა-მ ერევანში გასამართი ერთი შეხვედრა უკვე გააუქმა

ბელარუსთან 8 ოქტომბერს გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის შემდეგ, გეგმის მიხედვით, ჩვენი ეროვნული გუნდი ზუსტად სამ დღეში სომხეთის ნაკრებს ერევანში უნდა ესტუმროს.

ყარაბაღში უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, სულ უფრო საეჭვო ხდება სამხედრო კონფლიქტის მონაწილე ქვეყანაში საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების ჩატარება.

ხვალ, 7 ოქტომბერს, ერევანში  სომხეთის ეროვნულ გუნდსა და ალბანეთის ნაკრებს შორის ამხანაგური შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, უეფა-მ აღნიშნული მატჩის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

„ამხანაგური მატჩი სომხეთსა და ალბანეთს შორის, რომელიც 7 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, გადაიდო.

გადაწყვეტილება რეგიონში არსებული მდგომარეობის გამო მიიღეს. უეფა აკვირდება სიტუაციას და სომხეთ-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით, შესაბამის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს“, – ინფორმაციას სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია აქვეყნებს.