გაუჩინარებული გუნდი - შემადგენლობა, რომელიც „ტორპედოდან“ წავიდა
გაუჩინარებული გუნდი - შემადგენლობა, რომელიც „ტორპედოდან“ წავიდა

ევროპის ლიგის გათამაშების დაწყებამდე ქუთაისის „ტორპედოდან“ ერთი სრული გუნდის შემადგენლობამ დატოვა, სულ თერთმეტმა მოთამაშემ.

შიმქენთის „ორდაბასთან“ მატჩამდე ერთი კვირით ადრე „ტორპედო“ აი ამ ხალხმა დატოვა. თუმცა მოვიდა ახალი ძალა და მათ შანსი აქვთ, ბევრი დაადუმონ და ისტორია დაწერონ“, – წერია ქუთაისელთა ფან-კლუბის გვერდზე.

გუნდი შემდეგმა თერთმეტმა მოთამაშემ დატოვა, მათგან ორმა ფინანსურად გაჭირვებულ „ტორპედოში“ თამაშს უგუნდოდ ყოფნა ამჯობინა.

მცველები – ლევან გეგეჩკორი (ბათუმის „დინამო“), ოლეკსანრდ აზაცკი (ოსტრავას „ბანიკი“), მამუკა კობახიძე (ბათუმის „დინამო“), გიორგი ქიმაძე (თბილისის „დინამო“), ნიკოლა სტიეპოვიჩი (უგუნდო)

საყრდენი ნახევარმცველები – მერაბ გიგაური („გაბალა“, აზერბაიჯანი), ამბროსი ჩაჩუა (უგუნდოდ)

შემტევი ნახევარმცველები – რიჩარდ ლუკა („ტიგრესი“, მექსიკა), თენგიზ წიქარიძე (გორის „დილა“), ნოდარ ქავთარაძე (თბილისის „დინამო“)

თავდამსხმელი – ბუდუ ზივზივაძე („მეზოკოვეშდი“, უნგრეთი)