გატუზომ მილიკი შეაქო - მისნაირი ცენტრფორვარდი ცოტაა
გატუზომ მილიკი შეაქო - მისნაირი ცენტრფორვარდი ცოტაა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ, იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში „ვერონას“ დამარცხების (0:2) შემდეგ, საკუთარი გუნდის ფეხბურთელის, არკადიუშ მილიკის თამაში დადებითად შეაფასა.

პოლონელმა შეხვედრაში პირველი გოლის გატანა მოახერხა. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელის შეძენით ტურინის „იუვენტუსი“ არის დაინტერესებული.

„მილიკი შესაძლოა წავიდეს? ეგ ჩემი ფული არ არის, ამიტომაც მე ვერაფერს გადავწყვეტ. მის კონტრაქტს ვადა ეწურება. მან იცის ჩემი დამოკიდებულება მისდამი. მილიკისნაირი ცენტრფორვარდი ძალიან ცოტაა დღევანდელ ფეხბურთში. მე მას პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს და ასევე როგორც ადამიანს“, – ციტირებს გატუზოს „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia).

მიმდინარე სეზონში 25 წლის პოლონელმა ნეაპოლელთა რიგებში 25 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.