გატუზომ მილანი ხუთი დღით ბაზაზე ჩაკეტა
გატუზომ მილანი ხუთი დღით ბაზაზე ჩაკეტა

მილანის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მთელი გუნდი დასაჯა ნახევარმცველ ტიმუე ბაკაიოკოს ვარჯიშზე დაგვიანების გამო.

როგორც გაირკვა, ბაკაიოკომ ერთი საათით დააგვიანა ვარჯიშზე, რითაც მწვრთნელის სერიოზული გულისწყრომა გამოიწვია.

ამის გამო, გატუზომ გადაწყვიტა, ბოლონიასთან მატჩის წინ მთელი გუნდი ხუთი დღით ბაზაზე ჩაკეტოს. აღნიშნავენ, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა 41 წლის იტალიელი სპეციალისტის ინიციატივას.
მილანისა და ბოლონიას მატჩი 6 მაისს გაიმართება.

34 ტურის შემდეგ, მილანი სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.