გატუზო მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფზე – იტალიამ შეცდომა არ უნდა დაუშვას #1TVSPORT

08:36, 28.12.2025

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ კომენტარი გააკეთა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეი ოფზე, რომელიც მარტში გაიმართება. იტალია ნახევარფინალში შეხვდება ჩრდილოეთ ირლანდიას, ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში, უელსსა და ბოსნიას შორის მოგებულს შეხვდება.

– ჩვენ არ გვაქვს იგივე შეცდომის დაშვების უფლება, რაც ოთხი წლის წინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გვქონდა. თანამედროვე ფეხბურთი გვიჩვენებს, რომ იოლი მატჩები აღარ არსებობს და მოწინააღმდეგეს ყოველთვის შეუძლია პრობლემები შეგიქმნას. მნიშვნელოვანია იცოდე რეაგირება და ხელები არ ჩამოუშვა, თუ რაიმე ცუდი ხდება. სამი თვის შემდეგ რაღაც მნიშვნელოვანისთვის ვითამაშებთ, მთელი ქვეყანა ამას ელოდება. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, ამ ყველაფერს უნდა მივუდგეთ სწორი აზროვნებით და ქვეყნისადმი და ნაკრების მაისურისადმი სიყვარულით. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რაც წინ გველოდება.

– ეს თქვენი იდეა ფიქსია?

– ჩემი იდეა ფიქსია – გავემგზავრო მსოფლიო ჩემპიონატზე, დავბრუნდე იქ, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ვიმყოფებოდით, თანაც მთავარი გმირების რანგში. გვინდა ამას მივაღწიოთ ნებისმიერ ფასად. და არ დავიხიოთ უკან პირველი სირთულისთანავე. ერთი დღით უნდა ვიცხოვროთ. მე უკვე არ ვარ ის გატუზო, რომელიც ოდესღაც ხედავდა სამიზნეს და მხოლოდ ამისთვის ემზადებოდა. ახლა მე სხვა ადამიანი ვარ, ვაკეთებ სულ სხვა სამუშაოს. უნდა მოვიპოვო სულიერი სიმშვიდე, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვა და სწორი არჩევანი გავაკეთო.

როცა კოვერჩიანოში მივალთ, ამ 10 დღეს მოვანდომებთ იმას, რომ საუკეთესოდ მოვემზადოთ. დარჩენილ სამ თვეს სამუშაოს მივუძღვნი, დავესწრები მატჩებს. შემდეგ დავილაპარაკებ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან. მე მათ ხშირად ვუსმენ, არა მხოლოდ ვეტერანებს. მომწონს მოთამაშეებთან საუბარი, მე ამას ხშირად ვაკეთებ“, – განაცხადა გატუზომ Vivo Azzurro TV-სთან ინტერვიუში.

მსგავსი