გატუზო „ფიორენტინას“ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT
გატუზო „ფიორენტინას“ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT

„ფიორენტინამ“ ოფიციალურ ვებგვერდზე ჯენარო გატუზოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

43 წლის იტალიელ სპეციალისტი „ფიორენტინას“ 2021 წლის პირველი ივლისიდან ჩაიბარებს.

გატუზო „ნაპოლის“ 2019 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. 2019/20 წლებში გატუზოს შეგირდებმა იტალიის თასი მოიპოვეს, რაც ჯენაროს სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული იყო.

„ფიორენტინას“ მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გუნდი ჯუზეპე იაკინიმ დატოვა. 57 წლის სპეციალისტმა თავი ვერ გამოიჩინა და სერია ა-ს 2020/21 წლების სეზონი „ფიორენტინამ“ მე-13 ადგილზე დაასრულა.