გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 624 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 624 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში „კოვიდ-19“ 624 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით დღემდე 96.2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსს 16 079 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ით 2 082 745 ადამიანი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ინფიცირების და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“ დღემდე 24 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 412 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა.