გასულ წელს თურქეთმა მარმარილოსა და შავი ზღვების დაბინძურებისთვის 87 გემი დააჯარიმა

19:48, 11.03.2019

გასული წლის განმავლობაში თურქეთმა მარმარილოსა და შავი ზღვების დაბინძურებისთვის 87 გემი დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა „ჰურიეთ დეილი ნიუსი“ ავრცელებს.

თურქეთის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის საერთო რაოდენობამ 1,05 მილიონი დოლარი შეადგინა.

2018 წლის დეკემბერში თურქეთმა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა და ზღვის დაბინძურებისთვის მანამდე არსებული ჯარიმები 12-ჯერ გაზარდა.

ახალი ეკოლოგიური ნორმების ამოქმედების შემდეგ რეკორდული რაოდენობის ჯარიმამ, რომელიც ხომალდს დაეკისრა, 495 ათასი დოლარი შეადგინა.

მსგავსი