გასულ უქმეებზე სუპერლიგის გუნდებიდან მხოლოდ სამმა მოიგო #1TVSPORT
გასულ უქმეებზე სუპერლიგის გუნდებიდან მხოლოდ სამმა მოიგო #1TVSPORT

ევროპის სუპერლიგის დამფუძნებელი კლუბებიდან მხოლოდ სამმა შეძლო მოგება გასულ უქმეებზე ეროვნული ჩემპიონატების მორიგი ტურის მატჩებში.

სერია A-ში „მილანმა“ წააგო „ლაციოსთან“ (0:3), „ინტერმა“ მოუგო „ვერონას“ (1:0), „იუვენტუსმა“ კი ფრე ითამაშა „ფიორენტინასთან“ (1:1).

ლა ლიგაში „ატლეტიკო“ დამარცხდა „ბილბაოსთან“ (1:2), „რეალმა“ შინ ვერ მოუგო „ბეტისს“ (0:0), „ბარსელონამ“ კი „ვილიარეალი“ დაამარცხა (2:1).

ინგლისში „არსენალმა“ წააგო „ევერტონთან“ (0:1), „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფრე ითამაშა „ლიდსთან“ (0:0), „ლივერპულმა“ ქულები გაიყო „ნიუკასლთან“ (1:1), „ჩელსიმ“ კი „ვესტ ჰემს“ მოუგო (1:0).

„მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემს“ პრემიერლიგის რანგში არ უთამაშიათ, რადგან ერთმანეთს ხვდებოდნენ ინგლისის ლიგის თასის ფინალში. მატჩი „სიტიმ“ 1:0 მოიგო.