გასულ სეზონში იამალს სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად შეურაცხყოფდნენ, ვინისიუსი მეორე ადგილზეა #1TVSPORT

10:50, 27.12.2025

„ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი 2024-25 წლების სეზონში ყველაზე ხშირად ხდებოდა შეურაცხყოფის მსხვერპლი, ვიდრე ლა ლიგას სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი.

რასიზმისა და ქსენოფობიის საკითხების მონიტორინგის ესპანურმა ცენტრმა სოციალურ ქსელში ზიზღის გამავრცელებელი გამონათქვამების ანალიზი ჩაატარა.

სულ აღმოაჩინეს 33 438 შეურაცხმყოფელი პოსტი და აქედან 33 პროცენტი წაშალეს. 60 პროცენტ შემთხვევებში შურაცხყოფის ობიექტი იყო ლამინ იამალი, 29 პროცენტში – ვინისიუსი „რეალიდან“.

იმ მოთამაშეების სიაში, რომლებიც შეურაცხყოფას იღებდნენ ინტერნეტში, ასევე მოხვდნენ კილიან მბაპე (3%), ალექს ბალდე (3%), ბრაიმ დიასი (2%) და ინიაკი უილიამსი (2%).

ასეთი პუბლიკაციების პიკი დაფიქსირდა 2024 წლის 27-28 ოქტომბერს, როცა „კლასიკო“ იმართებოდა. უკვე ჩამოთვლილი მოთამაშეების გარდა, სოციალური ქსელების მომხმარებლები შეურაცხყოფას აყენებდნენ რაფინიასა და ანსუ ფატის.

ასევე დაფიქსირდა შეურაცხყოფების რიცხვის ზრდა „მალიორკა“-„ბარსელონა“ და „ატლეტიკო“-„რეალის შეხვედრებისას, შესაბამისად, 3 და 4 დეკემბერს. იგივე ეხება „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩებს ესპანეთის სუპერთასზე. გარდა ამისა, ზრდა იყო მარტში, როცა მოთამაშეები, რომლებიც რამადანს იცავდნენ, პაუზებს აკეთებდნენ, რათა ეჭამათ და წყალი დაელიათ.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ზიზღის გავრცელებისგან ყველაზე მეტად ზარალდებიან ფეხბურთელები ჩრდილოეთ აფრიკიდან (42%) და მუსულმანები (41%).

მსგავსი