გასპერინი - მე კორონავირუსი გადავიტანე, მეგონა მოვკვდებოდი
გასპერინი - მე კორონავირუსი გადავიტანე, მეგონა მოვკვდებოდი

„ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ კორონავირუსით ინფიცირების პერიოდი გაიხსენა. 62 წლის იტალიელი სპეციალისტის თქმით, თავს ისე ცუდად გრძნობდა, რომ სიკვდილზე ფიქრობდა.

„შეშინებული ვიყავი. „ვალენსიასთან“ მატჩამდე ერთი დღით ადრე დავინფიცირდი, – ციტირებს გასპერინის სიტყვებს La Gazzeta dello Sport. – მეორე დღეს მდგომარეობა გაუარესდა, მომდევნო ღამეს კი ცუდად მეძინა. დამეწყო ცხელება და თავს გამოფიტულად ვგრძნობდი.

სასწრაფო დახმარების ექიმები ყოველ 2 წუთში მოდიოდნენ. ღამე ჩემთვის ვფიქრობდი: „რა მეშველება თუ საავადმყოფოში გადამიყვანეს? მე ხომ უამრავი საქმე მაქვს! ძალიან ცუდად ვიყავი და მეგონა, რომ მოვკვდებოდი“.