გასკე - ჯოკოვიჩი დამნაშავე არაფერშია
გასკე - ჯოკოვიჩი დამნაშავე არაფერშია

ფრანგმა ჩოგბურთელმა რიშარ გასკემ ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ მოწყობილ საგამოფენო ტურნირებზე განვითარებული მოვლენების შესახებ, სადაც მსოფლიოს პირველი ჩოგანი და რამდენიმე მოთამაშე კორონავირუსით დაინფიცირდნენ, კომენტარი გააკეთა.

„ნოვაკი დამნაშავე არაფერშია. მას ტურნირზე ძალით არავინ მიუყვანია და არც ტრიბუნებზე დაუსვამს ადამიანები სურვილის საწინააღმდეგოდ. იგი თავზე იარაღით არავის დადგომია“, – ციტირებს გასკეს ფრანგული გამოცემა „ეკიპი“. – „კორტებზე ხალხის შეშვება ხორვატიის მთავრობის ნამუსზეა, ეს არასწორი საქციელი იყო. ადამიანების თავშეყრა მსოფლიოში თითქმის არსად ფიქსირდება“ – დაასრულა ფრანგმა ჩოგბურთელმა.