გარსია კვილონი - ზაფხულში ექვს დიდ ტრანსფერს უნდა ველოდოთ
გარსია კვილონი - ზაფხულში ექვს დიდ ტრანსფერს უნდა ველოდოთ

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მანუელ გარსია კვილონმა კომენტარი გაუკეთა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ბარსელონა” მზად არის „ინტერიდან” 111 მილიონ ევროდ შეიძინოს ლაუტარო მარტინესი. აგენტის თქმით, ევროპულ სატრანსფერო ბაზარს მნიშვნელოვანი ჩავარდნა ელოდება.

„ჩემთვის რთული დასაჯერებელია, რომ „ბარსელონა” ფულის ინვესტირებას აპირებს ლაუტარო მარტინესში. ვფიქრობ, „ბარსა” და „რეალი” დიდი თანხის დახარჯვას არ გეგმავენ. ბაზარი გარიგებებში 50 პროცენტით დაეცემა. ამ ზაფხულს, მაქსიმუმ ექვს მსხვილ გარიგებას უნდა ველოდოთ”, – განაცხადა კვილონმა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ „ბარსელონამ” უარი თქვა ნეიმარის შეძენაზე და მთლიანად ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე გადაერთო.

დატოვე კომენტარი