გარკვეულია დევისის თასის საკვალიფიკაციო ტურნირის წყვილები

20:32, 25.11.2019

მადრიდში 2020 წლის დევისის თასის საკვალიფიკაციო მატჩების წილისყრა გაიმართა. სულ შედგა 12 წყვილი, რომლებშიც გამარჯვებულები ფინალურ ტურნირში მოხვდებიან.

საკვალიფიკაციო მატჩები 2020 წლის 6-7 მარტს გაიმართება. წყვილები ასე გამოიყურება:

ხორვატია-ინდოეთი

უნგრეთი-ბელგია

კოლუმბია-არგენტინა

აშშ-უზბეკეთი

ავსტრალია-ბრაზილია

იტალია-კორეა

გერმანია-ბელარუსი

ყაზახეთი-ჰოლანდია

სლოვაკეთი-ჩეხეთი

ავსტრია-ურუგვაი

იაპონია-ეკვადორი

შვედეთი-ჩილე

რეგლამენტის თანახმად, კვალიფიკაციაში ითამაშებენ ოთხ ერთეულთა და ერთ წყვილთა მატჩს.

ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე აქვთ 2019 წლის დევისის თასის ნახევარფინალისტებს – რუსეთს, ესპანეთს, ბრიტანეთსა და კანადას. ასევე, უაილდ-ქარდის მეშვეობით ფინალურ ტურნირში თამაშის უფლება საფრანგეთსა და სერბეთს აქვთ.

მსგავსი