გარინჩა ყველა დროის საუკეთესო დრიბლიორია, მარადონა მეორე ადგილზე გავიდა, მესი – მესამეზე #1TVSPORT

12:49, 23.02.2025

ლეგენდარული ბრაზილიელი გარინჩა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დრიბლიორად აღიარეს ვებგვერდ GiveMeSport-ის ვერსიით.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი გარემარბი სათავეში ჩაუდგა 20 ფეხბურთელისგან შემდგარ რეიტინგს. კლასიფიკაციის შემდგენელნი ხელმძღვანელობდნენ ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა მოთამაშის სტატისტიკა, რეპუტაცია, მეტოქეთა დონე და კარიერის ხანგრძლივობა.

სრული სია ასე გამოიყურება:

  1. გარინჩა (ბრაზილია)
  2. დიეგო მარადონა (არგენტინა)
  3. ლიონელ მესი (არგენტინა)
  4. ჯორჯ ბესტი (ჩრ. ირლანდია)
  5. იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები)
  6. რონალდინიო (ბრაზილია)
  7. სტენლი მეტიუზი (ინგლისი)
  8. ომარ სივორი (არგენტინა)
  9. ნეიმარი (ბრაზილია)
  10. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
  11. ჯეი-ჯეი ოკოჩა (ნიგერია)
  12. ედენ აზარი (ბელგია)
  13. რონალდო (ბრაზილია)
  14. ჯონ ბარნსი (ინგლისი)
  15. დენის ბერგკამპი (ნიდერლანდები)
  16. ზიკო (ბრაზილია)
  17. რობერტო ბაჯო (იტალია)
  18. პოლ გასკოინი (ინგლისი)
  19. ჯანფრანკო ძოლა (იტალია)
  20. ედი გრეი (შოტლანდია)

მსგავსი