გარიგებული მატჩების საქმეზე ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელებიც დააკავეს

12:25, 20.05.2019

ბათუმში დაწყებული საფეხბურთო სკანდალი მხოლოდ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელების დაკავებით არ დასრულებულა. საქართველის პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ასევე ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელები – მეკარე რობერტ იმერლიშვილი და მცველი ირაკლი ბაჯელიძე.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სულ დაკავებულია სხვადასხვა კლუბის რვა მოთამაშე.

ოფიციალური განცხადება სახელმწიფოს, ფეხბურთის ფედერაციის ან კლუბების მიერ ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

მსგავსი