გარი ლინეკერს არ გაკვირვებია სიახლე რუსეთისა და ყატარის მიერ ფიფას ჩინოვნიკების მოსყიდვის შესახებ

11:09, 08.04.2020

ლეგენდარულ ინგლისელ ფორვარდს და ამჟამად ტელეექსპერტს გარი ლინეკერს არ გაკვირვებია ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ რუსეთმა და ყატარმა ფიფას ჩინოვნიკები მოისყიდეს იმისთვის, რათა მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება მიეღოთ.

„დიდი, მაგრამ სრულიად არაგასაკვირი სიახლეები“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ლინეკერმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალური ბრალდება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ რუსეთისა და ყატარის წარმომადგენლებმა ქრთამით მოისყიდეს ფიფას ჩინოვნიკები სასურველი ხმების მიღების სანაცვლოდ.

მსგავსი