გარი ლინეკერმა ყველა დროის საუკეთესო ოთხეული დაასახელა #1TVSPORT
გარი ლინეკერმა ყველა დროის საუკეთესო ოთხეული დაასახელა #1TVSPORT

ლეგენდარულმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა დაასახელა ოთხი ფეხბურთელი, რომელსაც საუკეთესოდ მიიჩნევს ისტორიაში.

„რომ არა ტრავმები, ვფიქრობ, რონალდო შეძლებდა გაბრძოლებას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსისთვის. მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმები იყო, თუმცა ის მაინც აკეთებდა დაუჯერებელ რამეებს, და ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო. ის სამწელიწად-ნახევარი იყო თამაშგარედ, შეძლო დაბრუნება და „ოქროს ბუცის“ მოგება მსოფლიო ჩემპიონატზე.

ასე რომ, თუ მე უნდა ავირჩიო ოთხეული რაშმორის მთისთვის, ჩემი არჩევანი ასეთი იქნება: პელე, მარადონა, მესი და ფენომენი (რონალდო)“, – განაცხადა ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა.

რაშმორი – მთა სამხრეთ დაკოტას შტატში, რომელზეც გამოკვეთილია აშშ-ის ოთხი პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონის, ტომას ჯეფერსონის, ტეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის  პროფილები.

გარდა ამისა, ლინეკერი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესის მიიჩნევს.

„ის ყველა დროის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია. უბრალოდ იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, საუკეთესო მოთამაშეა ისტორიაში.

ის ფაქტი, რომ შეგიძლია ერთი დონით მაღლა იყო მართლაც უდიადესებზე, როგორებიც არიან კრუიფი, ზიდანი, კრიშტიანო რონალდო, ეს მართლაც აღგაფრთოვანებს“, – თქვა გარი ლინეკერმა.