გარი ლინეკერი - „ლივერპულის“ შეჩერება უკვე შეუძლებელია,  თუ პეპში ეჭვი გეპარებათ, მაშინ სულელი ყოფილხართ #1TVSPORT
გარი ლინეკერი - „ლივერპულის“ შეჩერება უკვე შეუძლებელია,  თუ პეპში ეჭვი გეპარებათ, მაშინ სულელი ყოფილხართ #1TVSPORT

ლეგენდარული ინგლისელი ფორვარდი და სატელევიზიო მიმომხილველი გარი ლინეკერი მიიჩნევს, რომ ამ სეზონში პრემიერლიგაში „ლივერპულს“ ვერავინ შეედრება.

„ლივერპული“ ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. მათ ცხრილში დიდი უპირატესობა აქვთ. „ნოტინგემი“ მეორე ადგილზეა, და ეს მათთვის დიდი მიღწევაა.

სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, ვინმე თუ შეძლებს „ლივერპულთან“ მიახლოებას. მიმაჩნია, რომ მათი შეჩერება უკვე შეუძლებელია“, – განაცხადა ლინეკერმა.

არნე სლოტის გუნდი 18 მატჩში 45 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს „ნოტინგემს“ რვა ქულით უსწრებს.

ინტერვიუში ლინეკერს ასევე ჰკითხეს „მანჩესტერ სიტის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ინგლისის ჩემპიონმა ბოლო 13 მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო.

„პეპი ყველაფერს შეცვლის. მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ეს მხოლოდ დროის საკითხია.

დღეს უცნაურია ამ ყველაფრის ხილვა. ეს ნამდვილი გამოწვევაა პეპისთვის. და ჩვენ ყველანი დავაკვირდებით, როგორ გამოიყვანს ის გუნდს ამ კრიზისიდან.

ცხადია, რომ როდრის დაკარგვა უდიდესი დარტყმა გახდა, მაგრამ მათ უნდა ამოქოლონ ეს ხვრელი. რაღაც მომენტში ეს უნდა მომხდარიყო, შეუძლებელია, ყველაფერი უსასრულოდ გრძელდებოდეს.

ზედიზედ ოთხი ტიტულის მოგება სიგიჟე იყო და მისი შედეგებს „სიტიში“ აბსოლუტურად არაფერი შეედრება.

თუ თქვენ პეპში ეჭვი გეპარებათ, მაშინ სულელი ყოფილხართ“, – თქვა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა.