გარი ლინეკერი იამალზე - ის მომდევნო დიადი ფეხბურთელი იქნება მარადონასა და მესის შემდეგ, მე მას მივცემდი „ოქროს ბურთს“ #1TVSPORT
გარი ლინეკერი იამალზე - ის მომდევნო დიადი ფეხბურთელი იქნება მარადონასა და მესის შემდეგ, მე მას მივცემდი „ოქროს ბურთს“ #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა განაცხადა, რომ „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი იმსახურებს „ოქროს ბურთს“.

„ლამინი – მომდევნო დიადი ფეხბურთელი იქნება დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შემდეგ. თავის ასაკში ის აკეთებს იმას, რასაც აკეთებს… ის განსაკუთრებულია. მას შეუძლია გახდეს ერთ-ერთი უდიადესი ფეხბურთელი, მაგრამ ამისთვის ცოტაოდენი იღბალიც დასჭირდება.

იქიდან გამომდინარე, როგორ თამაშობს, ის ძალიან კარგია. მე მას მივცემდი „ოქროს ბურთს“, – განაცხადა გარი ლინეკერმა.