გარი ლინეკერი - ჰარი კეინის დონის ფეხბურთელი ტიტულებს უნდა იგებდეს
გარი ლინეკერი - ჰარი კეინის დონის ფეხბურთელი ტიტულებს უნდა იგებდეს

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა კომენტარი გააკეთა „ტოტენჰემის“ ფორვარდ ჰარი კეინის მიერ გუნდის შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

„მე მესმის მისი. ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, და არ მიკვირს, „ტოტენჰემის“ პროგრესის დონე რომ არ აკმაყოფილებს. ყველა მოთამაშე ტიტულების მოგებაზე ოცნებობს, ასე არ არის? კეინის დონის ფეხნურთელმა რომ ვერაფერი მოიგოს, წარმოუდგენლად დასანანი იქნება. ნუ გავაკრიტიკებთ მას“, – ამბობს ლინეკერი.

შეგახსენებთ, რომ კეინმა „ტოტენჰემიდან“ წასვლის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები გუნდში უახლოეს მომავალში.