გარი ლინეკერი - დიეგო დიდი უპირატესობით საუკეთესო მოთამაშე იყო ჩემს თაობაში
გარი ლინეკერი - დიეგო დიდი უპირატესობით საუკეთესო მოთამაშე იყო ჩემს თაობაში

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი გარი ლინეკერი საკუთარი „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას გარდაცვალებას.

„არგენტინაში წერენ, რომ დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა.

ის დიდი უპირატესობით საუკეთესო მოთამაშე იყო ჩემს თაობაში და, შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე დიადი ფეხბურთელი. ბედნიერი, მაგრამ მშფოთვარე ცხოვრების შემდეგ, იმედია ის, ბოლოს და ბოლოს, იპოვნის სიმშვიდეს ღმერთის ხელებში“, – დაწერა ლინეკერმა.

დიეგო მარადონას გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა გამოცხადდა.